საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდა. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც როთი აღნიშნავს, შეხვედრა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შედგა და ისიც არა პარლამენტში, არამედ "ქართული ოცნების" ოფისში.
"საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, აქ ერთმანეთის მოსასმენად ვართ. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო. მან პარლამენტის ნაცვლად, "ქართული ოცნების" სათავო ოფისში გვიმასპინძლა", - წერს როთი სოციალურ ქსელში.
The Georgian Government refused talking to us.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) May 14, 2024
We are not here to teach, we are here to listen to each other. Only the Chair of the Foreign Affairs committee Nikolos Samcharadze received us. He hosted us not in Parliament but in party headquarter of “Georgian Dream”.
🇬🇪🇪🇺🫶🙏🏾 pic.twitter.com/EmS2qTaCa2
ცნობისთვის, 13-15 მაისს, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციაში არიან: პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). დელეგაცია უკვე შეხვდა ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.