მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, EU-ში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს, ის რაც ქართველ ხალხს უნდა - სახდეპი

ვედანტ პატელ

ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოში, "რუსული კანონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასმულ კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება.

"ვფიქრობ, ის ქმედებები, რომლებსაც ვხედავთ, არ შეესაბამება ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს. არა იმას, რასაც აშშ, ან სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც ნატოა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მათი აქტივობა გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება", - განაცხადა პატელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები