მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის, ანალენა ბერბოკის კომენტარს ავრცელებს. ბერბოკი "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისის ქუჩებში ხალხი კანონის უზენაესობისთვის იბრძვის.

"ევროპული კავშირის თავისუფლება კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული. სწორედ ამისთვის იკრიბებიან თბილისის ქუჩებში ადამიანები. ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა, ნაცვლად იმისა, რომ წარმოადგინონ კანონი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია ანალენა ბერბოკის "ტვიტში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები