მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია და ეს არ არის ევროპული მომავალი" - ბაიბა ბრაჟე

ბაიბა ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია და ეს არ არის ევროპული მომავალი". ამის შესახებ ლატვიის პირველი დიპლომატი X-ის პირად გვერდზე წერს.

"ქართველების 80%-ზე მეტი თავისი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავ. ამის მისაღწევად სიტყვები არ კმარა, საჭიროა ქმედება და რეფორმები" - წერს ბაიბა ბრაჟე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს და გაერთიანებისგან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე უარს ამბობს.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამ მოქალაქეების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ამ დროისთვის თბილისის ცენტრალურ გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები