ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გაკეთება რამდენიმე დღეში მოუწევს.
„რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
წყარო: 1tv.ge