მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნაკრების რომელი ფეხბურთელების ღირებულება გაიზარდა Transfermark-ზე ბოლო პერიოდში?

ძვირიანი ქართველები

ცნობილმა სატრანსფერო და სამენეჯერო პორტალმა Transfermarkt-მა, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა. ცვლილებები, რა საკვირველია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსაც შეეხოთ.

ყველაზე დიდი 6-მილიონიანი პროგრესი ფრანგულ “მეცში” მოასპარეზე გიორგი მიქაუტაძემ განიცადა, რომლის ღირებულებაც მარტის თვეში 9 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო ახლა მისი ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მიქაუტაძის შემდეგ ყველაზე დიდი ერთმილიონიანი პროგრესი შეეხო საბა ლობჟანიძეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 2 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მათ გარდა პოზიტიური ცვლილებები შეეხოთ შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს:

ანზორ მექვაბიშვილი - 1 მლნ-დან €1,20 მლნ-მდე (სხვაობა €200 ათასი)
ოთარ კაკაბაძე - €500 ათასიდან €600 ათასამდე (სხვაობა €100 ათასი)
ზურიკო დავითაშვილი - €2,5 მლნ-დან €3 მლნ-მდე (სხვაობა €500 ათასი)
ბუდუ ზივზივაძე - €700 ათასიდან €900 ათასამდე (სხვაობა €200 ათასი)

მთლიანი ეროვნული ნაკრების ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით, €161,05 მილიონს შეადგენს, საიდანაც ყველაზე ძვირად ხვიჩა კვარაცხელია (€80 მლნ), გიორგი მამარდაშვილი (€35 მლნ) და გიორგი მიქაუტაძე (€15 მლნ) არიან შეფასებულები.

ცნობისთვის, ევრო 2024-ზე მოასპარეზე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი ფასი კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემს აქვთ, თითოეული მოთამაშე €180 მილიონად ფასდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები