მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნავსადგურებში მგზავრთნაკადი გაორმაგდა

ბათუმის პორტი

საქართველოს ნავსადგურებში მგზავრთნაკადი გაორმაგდა. „საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 57.7 პროცენტი შეადგინა.

წელს 6 თვეში ნავსადგურები 4 400 მგზავრს მოემსახურა, 76%-ით მეტს ვიდრე შარშან. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადი შარშან გაიზარდა მესამე და მეოთხე კვარტალებში. სულ 2023 წელს პორტებში 7.7 ათასი მგზავრის მომსახურება მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები