ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
“მიხარია, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ვიმყოფები, პრემიერთან საუბრისას აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერი კუთხე, ნებისმიერი ადგილი არის მშვენიერი და ლამაზი, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი და მთავარი აქტივი, ხალხთან ერთად”, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერთობლივ ბრიფინგზე.
ილჰამ ალიევის თქმით, ორივე ქვეყნის ლიდერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ერებს შორის პარტნიორობა და მეგობრობა გაძლიერდეს.
“ორივე ლიდერმა ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ერებს შორის, ეს შეხვედრები ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებასა და ჩვენი მეგობრობის გაძლიერებას, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - დასძინა მან.
ინფორმაციისთვის, ილჰამ ალიევი დღეს საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ეწვია.