მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია

64b514106ad68
BM.GE
17.07.23 14:10
373
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია. საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

ამჟამად უზბეკეთის პრემიერს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

საქართველოს უზბეკეთის პრემიერი სტუმრობს - როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირი?