ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვენეციის კომისიის შეფასების გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ის "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულონ.
“საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭოს მზად არის დახმარებისთვის”, - წერს პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.
ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ ვენეციის კომისიამ ე.წ რუსული კანონის შესახებ, შეფასება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" მკაცრად მოუწოდებს, რომ ეს კანონი გაიწვიონ.