მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაცია აშკარა ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის - მარგუს ცაჰკნა

მარგუს ცაჰაკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კომისიის რეკომენდაცია აშკარა ნიშანი უნდა იყოს კანონის გასაუქმებლად.

"ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაციაუცხოური გავლენისკანონის გაუქმების შესახებ, აშკარა ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ არ მიიღოს იგი და დაუბრუნდეს ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს",- წერს მარგუს ცაჰკნა.

ვენეციის კომისიამ "რუსული კანონის" შესახებ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. კომისია "ქართულ ოცნებას" მკაცრად მოუწოდებს, რომ ეს კანონი გაიწვიონ. თავის მხრივ, მმართველი პარტია ვენეციის კომისიის შეფასებას იწუნებს და ამბობს, რომ "ვენეციის კომისია ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებებზე გადავიდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები