მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისია "რუსულ კანონზე" საკუთარ დასკვნას დაჩქარებული წესით მოამზადებს

ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან ე.წ. "რუსულ კანონთან" დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დაჩქარებული პროცედურით მოამზადებს, ამის შესახებ თავად ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

"ვენეციის კომისიის დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. მოსაზრება 2024 წლის 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნას მოჰყვა.

კომისიის დელეგაცია დელეგაცია შეხვდა სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ონლაინ მედიასაშუალებებსა და მაუწყებლებს. დელეგაციას ონლაინ შეხვედრა აქვს ჩანიშნული საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ პარლამენტარებთან 2024 წლის 2 მაისს დისკუსიების გასაგრძელებლად", - ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას "უახლოეს კვირებში" გამოაქვეყნებს, რათა კომისიის მოსაზრების გაცნობა კანონის მესამე მოსმენით განხილვამდე მოესწროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები