მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტმა "რუსულ კანონზე" ვეტო დაძლია

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების სახით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი წარუდგინა ეუთო/ოდირის დასკვნის დანართით და ერთი ჩასწორებით - კანონმა იმოქმედოს მხოლოდ ერთი დღით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი: პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.

სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო

სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები