მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 84% არსებული კომპანიების რეინვესტიციებზე მოდის

დოლარი ფული

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა 2021 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე მცირეა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რომელიმე კვარტალის პერიოდში შემოსულა. საქსტატის თანახმად, საინვესტიციო ნაკადებს შორის 150 მილიონი დოლარი რეინვესტიციებზე მოდიოდა, რაც არსებული კომპანიების ინვესტიციებს წარმოადგენდა.

ამასთან, BMG-იმ გამოითხოვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებშიც 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ამ კომპანიებს შორის ძირითადად კარგად ცნობილი კომპანიები შედიან, რომლებიც მრავალი წელია ქვეყანაში ოპერირებენ.

კომპანიები, რომლებშიც 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო - საქსტატის მონაცემები რიგითობის გარეშე არიან დაჯგუფებული:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი

დამამუშავებელი მრეწველობა

ნიდერლანდები

შპს მაგთიკომი

ინფორმაცია და კომუნიკაცია

აშშ

შპს თბილისი ენერჯი

ენერგეტიკა

მარშალის კუნძულები

სს ენერგო - პრო ჯორჯია

ენერგეტიკა

ჩეხეთი

სს მინა

დამმუშავებელი მრეწველობა

თურქეთი // გაერთიანებული სამეფო

შპს ატლას ჰოლდინგსი (აჭარაბეთი)

ხელოვნება, გართობა და დასვენება

გაერთიანებული სამეფო

შპს რივერსაიდ ინვესტი

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

ვირჯინის კუნძულები, ბრიტანეთი // ბულგარეთი / აშშ

სს ეპ ჯორჯია მიწოდება

ენერგეტიკა

ჩეხეთი

შპს ხედი

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები

რუსეთი

შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი

ტრანსპორტი და დასაწყობება

აზერბაიჯანი

სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2/3-ზე მეტი სწორედ არსებული კომპანიების რეინვესტიციებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები