მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

დდ
26.03.24 20:11
161

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ და პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

"განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.

ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები