საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაუგრძნობს და სოლიდარობას უცხადებს.
„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს, დაშავებულებს და მათ ოჯახებს. მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს”, - წერს პრემიერი „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.




























