მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რადიოსექტორი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

6218c4157876b
BM.GE
25.02.22 15:53
377
საქართველოს რადიო გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო აგრესიას უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარდაჭერის ნიშნად, დღეს, 12:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტმა რადიოსადგურმა რადიოეთერით ააჟღერა უკრაინის ჰიმნი.

რადიო გაერთიენებამ, ასევე, ინიციატივით მიმართა ევროპელ კოლეგებს, ევროპის რადიო ასოციაციას (AER), რომ საქართველოს რადიოსექტორში დაწყებული უკრანისადმი სოლიდარობის აქტი გაგრძელდეს ევროპის მასშტაბით.

უკრაინისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის კონკრეტულ ინიციატივებზე მუშაობა უკვე დაიწყო ევროპის რადიოასოციაციამაც.

„ჩვენ ნამდვილად შოკირებული და დამწუხრებულნი ვართ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით და გვსურს, გულწრფელი სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს ამ რთულ დროს. ჩვენ უკვე განვიხილავთ კონკრეტულ ინიციატივებს ევროკავშირის მასშტაბით, რამაც შეიძლება მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენ და ჩვენს წევრებს, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და შეშფოთება“, – განაცხადა საუბრისას ევროპის რადიოასოციაციის პრეზიდენტმა სტეფან მოლერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები