2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების შესაძლებლობა გაუქმდება.
პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებს მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურით შეეძლოთ პოლონეთში დასაქმება.
2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებზე 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა, რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე ჩანს, რომ ზოგიერთი პირი წლის განმავლობაში მუშაობას სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწეოდა და ნებართვას რამდენჯერმე იღებდა.
ჯამში 2024 წელს 6 560 დამსაქმებელი/ორგანიზაცია აღირიცხა, რომლებმაც 47 086 საქართველოს მოქალაქე დაასაქმეს.
პოლონეთში ქართველების დასაქმების გამარტივებული პროცედურა 2015 წელს დამტკიცდა. მაშინ პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის განკარგულებით, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მოქალაქეებს სამუშაო ვიზის მიღების გამარტივებული მექანიზმი შექმნა. მექანიზმი დარჩა ყველა ქვეყნისთვის, გარდა საქართველოსი.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ სამუშაოდ პოლონეთში წასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს სტანდარტული ვიზის პროცედურას გაივლიან.
bm.ge ეცდება გაარკვიოს, საქართველოს რამდენი მოქალაქეა დასაქმებული პოლონეთში ამ დრომდე არსებული მექანიზმით 2025 წლის 10 თვის მონაცემებით.




























