საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს. მის ადგილზე ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კახაბერ გულედანი წარადგინა.
„საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი დაინიშნება. მას აქვს მართვის და რეგიონული განვითარების საკითხებზე გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა კერძო სექტორში. 2016-2017 წლებში ის იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. ის დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას“, - განაცხადა კობახიძემ და მას ამ პოსტზე წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ გამოჩენილი ნდობისთვის კახაბერ გულედანმაც მადლობა გადაუხადა.
„უდიდესი მადლობა ნდობისთვის, ეს ნდობა მანიჭებს პასუხისმგებლობას ამ ახალ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად გავართვა თავი“, - განაცხადა გულედანმა.