მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში გადახდები თითქმის 10-ჯერ გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

ბარათით გადახდა

ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები თითქმის 10-ჯერ, სხვა ქვეყნებში კი ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ მიმოხილვაში, რომელშიც ლარის კურსი ევრო 2024-ის ჭრილშია მიმოხილული.

"საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის - გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია. ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები - თითქმის 10-ჯერ, სხვა ქვეყნებში კი ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით, დაახლოებით - 20%-ს, ტურისტულ შემოდინებებში კი საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, პროდუქტიული ინვესტიციაა. ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის გათვალისწინებით? - ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? - ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის - ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები