მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EURO 2024-ის ბილეთებზე რეკორდული მოთხოვნა ფიქსირდება - UEFA

ბილეთები ევრო 2024

UEFA-ს განცხადებით, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა. ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი დაიწყო, რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომი 1.2 მილიონი ბილეთი იქნება, ხოლო გულშემატკივრების მხრიდან მოთხოვნა 20 მილიონ ბილეთზეა გაგზავნილი.
მეორე ფანჯარა დეკემბერში გაიხსნება, რა დროსაც დამატებით 1 მილიონი ბილეთი იქნება გასაყიდად გამოტანილი.

უკანასკნელი ბილეთები მარტში გახდება ხელმისაწვდომი, რა დროსაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საბოლოო ქვეყნების ვინაობა გახდება ცნობილი.

ცნობილია, რომ ბილეთების 65%-ზე მოთხოვნა გერმანიიდან შევიდა, რომელსაც ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და ავსტრია მოსდევენ. არაევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა ამერიკელების მხრიდან იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ უეფამ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის 2.3 მილიონი მოთხოვნა მიიღო, რაც მასპინძელი ბერლინის ოლიმპიური სტადიონის ტევადობაზე 33-ჯერ მეტია.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან - 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება.