საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ოფიციალურად მომდევნო კვირაში უნდა გამოცხადდეს, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ კანდიდატურა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოხსნა, რომელიც 2032 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიასთან ერთად თანამასპინძლობის უფლების მოპოვებას შეეცდება.
მეორე კანდიდატი, რომელიც 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული განაცხადი იყო და დიდი ალბათობით ევრო 2028-ს სწორედ ისინი უმასპინძლებენ.
მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან - 14 ივლისამდე გაიმართება.