მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-მ მომდევნო ორი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლების ვინაობა გაამხილა

ევრო 2028 2032

ცნობილი გახდა UEFA-ს ევროპის 2028 და 2032 წლის ჩემპიონატების მასპინძლების ვინაობა. EURO 2028 დიდი ბრიტანეთის ქვეყნებსა და ირლანდიაში ჩატარდება, ხოლო EURO 2032-ს იტალია და თურქეთი უმასპინძლებენ.

ამის შესახებ UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდა, რასთან ერთადაც გაირკვა, რომ კარდიფი, დუბლინი, ლივერპული, ლონდონი, ბირმინგემი, ნიუკასლი, გლაზგო და მანჩესტერი - ის ქალაქები არიან, რომლებიც EURO 2028-ის მატჩებს მიიღებენ.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ EURO 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები