მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზა ახალი ლოკომოტივების შესყიდვას გეგმავს - ლაშა აბაშიძე

ლაშა აბაშიძე

საქართველოს რკინიგზა ახალი ლოკომოტივების შესყიდვას გეგმავს - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"გვაქვს მოძრავი შემადგენლობის დეფიციტი, განსაკუთრებით ლოკომოტივების მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ გავაგრძელოთ ძველი ლოკომოტივების შეკეთება და მათ ნაცვლად სრულად განვაახლებთ ლოკომოტივების ბაზას,"- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გეგმავს რკინიგზა ახალი ტენდერის გამოცხადებას.

ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოს რკინიგზამ რუსულ ქარხნებთან 114 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა 47 ერთეული მოძველებული ლოკომოტივის კაპიტალური გარემონტებისთვის. თუმცა, მაისში რკინიგზის ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ კომპანიამ აღნიშნული კონტრაქტი 77 მილიონი დოლარით შეამცირა, ხოლო კონტრაქტის ფარგლებში კაპიტალური რემონტი სულ 20 ერთეულ ლოკომოტივს ჩაუტარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები