მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ანკარაში შუა დერეფნის საერთო კრებას დაესწრო

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ანკარაში შუა დერეფნის საერთო კრებას დაესწრო
28.01.24 16:58
335

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა

2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს, ასევე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთის და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიის „Middle coridore Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება გაიმართა.

შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანოებები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები