მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზის დირექტორმა თურქმენბაშის პორტი დაათვალიერა - "მხარეები კოორდინირებულ მუშობაზე შეთანხმდნენ"

 თურქმენბაშის პორტი

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებთან ერთად, თურქმენბაშის საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საოპერაციო საქმიანობაში არსებულ გამოწვევებს გაეცნო, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზის ცნობით, მხარეები მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებამდე, რომელსაც თურქმენული მხარე სამომავლოდ გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ახორციელებს, სარკინიგზო ბორნების არასრული დატვირთვის პირობებში, მოცდენების და მასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ერთობლივ კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

თურქმენბაშის პორტი თურქმენეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და აზია-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები