მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი სასტუმრო? - რეიტინგი

სასტუმროები

ქვეყანაში ჯამში 3 198 განთავსების ობიექტი ოპერირებს, რომელიც 53 759 ოთახს და 128 015 საწოლ ადგილს აერთიანებს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ვიგებთ, რომელიც უწყებამ 2024 წლის თებერვალში განაახლა.

ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განთავსების ობიექტების სტატისტიკა მოიცავს სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს, სხვა ტიპის განთავსების ობიექტებს. უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში, წარმოდგენილია განთავსების ობიექტების რაოდენობა რეგიონების მიხედვით.

რეგიონების რეიტინგში პირველ სამ ადგილს სამეგრელო-ზემო სვანეთი, თბილისი და აჭარა ინაწილებენ. თუმცა თუ განთავსების ობიექტების რაოდენობით პირველ ადგილს სამეგრელო-ზემო სვანეთი იკავებს, ოთახების რეიტინგის მიხედვით მოწინავე თბილისია, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობით აჭარა ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ადამიანის განთავსება აჭარაშია შესაძლებელი.

განთავსების ობიექტების რაოდენობის განაწილება რეგიონების მიხედვით, ასეთია:

  1. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 598 განთავსების ობიექტი, 3 841 ოთახი, 9 626 საწოლი ადგილი;
  2. თბილისი - 544 განთავსების ობიექტი, 14 611 ოთახი, 32 192 საწოლი ადგილი;
  3. აჭარა - 490 განთავსების ობიექტი, 14 319 ოთახი, 33 851 საწოლი ადგილი;
  4. სამცხე - ჯავახეთი - 386 განთავსების ობიექტი, 7 416 ოთახი, 18 672 საწოლი ადგილი;
  5. მცხეთა-მთიანეთი - 315 განთავსების ობიექტი, 3 168 ოთახი, 7 729 საწოლი ადგილი;
  6. კახეთი - 306 განთავსების ობიექტი, 3 245 ოთახი, 7 872 საწოლი ადგილი;
  7. იმერეთი - 272 განთავსების ობიექტი, 3 356 ოთახი, 8 122 საწოლი ადგილი;
  8. გურია - 115 განთავსების ობიექტი, 2 169 ოთახი, 5 534 საწოლი ადგილი;
  9. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 81 განთავსების ობიექტი, 567 ოთახი, 1 613 საწოლი ადგილი;
  10. შიდა ქართლი - 63 განთავსების ობიექტი, 587 ოთახი, 1 608 საწოლი ადგილი;
  11. ქვემო ქართლი - 28 განთავსების ობიექტი, 480 ოთახი, 1 196 საწოლი ადგილი.

განთავსების ობიექტების ტიპების სტატისტიკას თუ შევხედავთ, რაოდენობით ამ შემთხვევაში ქვეყანაში ყველაზე მეტი საოჯახო სასტუმრო ოპერირებს, რომელთა რაოდენობა 1 281-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საოჯახო სასტუმროები ჯამურად 8 167 ოთახით მუშაობენ და 21 677 საწოლ ადგილს აერთიანებს.

განთავსების ობიექტების კატეგორიაში 1 232 სასტუმროა, რომელიც 37 388 ოთახს და 85 149 საწოლ ადგილს მოიცავს.

ამასთან ქვეყანაში სულ 454 სასტუმრო სახლი მუშაობს, რომლებსაც 3 239 ოთახში 8 780 ადამიანის მიღება შეუძლია. სხვა ტიპის განთავსების ობიექტი კი საქართველოში 231-ია, სადაც 4 568 ოთახში, 12 409 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით იმასაც ვიგებთ, რომ საქართველოში:

5 და ნაკლები ოთახით 1 214 ობიექტი მუშაობდა;

6-10 ოთახით 811 ობიექტია;

11-20 ოთახით 587 ობიექტია;

21 და მეტი ოთახით კი 586 ობიექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები