გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ლიდერობს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში Wizz Air-მა 553 744 მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 17%-იან წილს ფლობს. მეორე ლიდერი ავიაკომპანია კი Turkish Airlines-ია.
რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველ ხუთეულში შემდეგი ავიაკომპანიები არიან:
- Wizz Air - 553 744 მგზავრი, ბაზრის 17%;
- Turkish Airlines - 286 979 მგზავრი, ბაზრის 9%;
- Pegasus - 262 542 მგზავრი, ბაზრის 8%;
- Georgian Airways - 232 890 მგზავრი, 7%;
- Azerbaijan Airlines - 192 773 მგზავრი, 6%.
მიმდინარე წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი წლიურად 30%-ით გაიზარდა და აეროპორტები 3 220 599 მგზავრს მოემსახურა.