საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი, რომლის მთავარ თემას 2020 წლის საბანკო სექტორის შეჯამება წარმოადგენდა
ვებინარს მოდერაციას უწევდა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, ხოლო ექსპერტებად იყვნენ მოწვეულნი - გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან კალანდაძე - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
, გიორგი ისაკაძე - ფორბსის რედაქტორი და მიხეილ ჭკუასელი - გურიელის დირექტორი .
ვებინარზე ექსპერტებმა შეაფასეს 2020 წლის ლარის კურსის ცვლილებები, განხილულ იქნა საბანკო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, გლობალური პანდემიის ფონზე საქართველოს საბანკო სექტორის მუშაობის სპეციფიკა და ადაპტაცია, 2020 წლის საპროცენტო განაკვეთების დინამიკა, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის შეფასება იპოთეკურ დაკრედიტებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება და ა.შ.
ვებინარი, რომელსაც 200ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, 2020 წლის შედეგების შეჯამებასა და ექსპერტების შეფასების ისახავდა მიზნად.
ვებინარის სრული ჩანაწერის სანახავად, ეწვიეთ ბმულს