მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბანკო სექტორის აქტივებმა 67.8 მილიარდ ლარს მიაღწია

642181ff340fa
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.23 23:45
630
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის თებერვლის საბანკო სექტორის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ბანკების მთლიანი აქტივები 41.2 მლნ ლარით, ანუ 0.06 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის თებერვლის ბოლოს 67.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.2 პროცენტია.

დეპოზიტები:

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 43.61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.54%-ით მეტი). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 38.20 მლნ ლარით, ანუ 0.23%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.65%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 74.99 მლნ ლარით, ანუ 0.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.48%-ით).

სესხები:

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით (0.59%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით (0.77%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.07%-ით).

 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები