მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საელჩო ავსტრიაში მოქალაქეებს მიმართავს

5fa10d900aa1c
ინგა მურუსიძე
03.11.20 11:52
1082
ავსტრიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს საკონსულოში მისვლისგან თავი შეიკავონ.

"ქ. ვენაში მიმდინარე პროცესების გამო, გაცნობებთ, რომ საელჩო და საკონსულო მუშაობას განაგრძობს დისტანციურად, შესაბამისად, განხორციელდება მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციები და იმ მოქალაქეებს, რომელთაც 3 ნოემბერს ვიზიტი აქვთ ჩანიშნული, ვთხოვთ, თავი შეიკავონ საკონსულოში გამოცხადებისგან.

აქვე გაცნობებთ, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი: ☎️ +43 676 3259839

საელჩოსთან დაკავშირება შეგიძლიათ ასევე ნომერზე: ‭☎️ +43 1 40398480", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ქალაქ ვენაში ერთდროულად 6 ადგილას ტერორისტული აქტი მოხდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათგან ერთი ტერორისტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები