მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ჩასატარებელ თამაშს “დინამო არენაზე” გამართავს

ნაკრები დინამოზე ბრუნდება

23 მარტს თბილისში ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არ იყო, თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებდა შეხვედრას “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონი თუ “დინამო არენა”.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა "ბორის პაიჭაძის" სახელობის არენასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა, რომლის მიხედვითაც სტადიონის ხელახალი შესწავლის შედეგად მის უდიდეს ნაწილზე დასწრება შესაძლებელი იქნება:

“ახლახან დინამო არენა ხელმეორედ შეისწავლეს და დღეს სტადიონის პირველი იარუსის 1/3 გამოყენება არ შეგვიძლია, რაც არ უშლის ხელს უეფას ზონებს და მატჩის დინამო არენაზე ჩატარების შესაძლებლობას” განაცხადა დავით მუჯირმა.

მისივე ინფორმაციით “დინამოზე” დასწრება მხოლოდ პირველი იარუსის ექვს სექტორზე იქნება ხელმიუწვდომელი, რაც დაახლოებით 4 ათასი ადგილია.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე, 7 ქულით დაასრულა, პირველ ადგილზე 11 ქულით ჩეხეთის, ხოლო მეორეზე 8 ქულით უკრაინის ნაკრებები გავიდნენ. შედეგად ჩვენს ნაკრებს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად 20 მარტს სომხეთში, ხოლო 23 მარტს თბილისში მოუწევს მატჩების ჩატარება.

"ამორტიზებული, მდგრადობის შესაძლო პრობლემით" - რა დაემართა "დინამო არენას" 4 თვეში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები