მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთია - ეკონომიკის სამინისტრო

6234c9f085a3c
BM.GE
18.03.22 22:03
1522
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთია. უწყების ცნობით, საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით RA76429, რომელიც იყო „ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, და რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა“.

„რეისის შესასრულებლად ავიაკომპანიის მიერ ივსება მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათავო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია. საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, უწყება ამ განმარტებით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით შეასრულა ფრენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები