მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს საჯარო ელ. სერვისები მოძველებული და სარისკოა” - ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი

62349c6d7f2cc
ანუკა ჯოხაძე
18.03.22 22:35
1374
საქართველო ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის საბჭოს აფუძნებს. ამის შესახებ შეხვედრა ბიზნესთან ეკონომიკის მინისტრს უკვე ჰქონდა. უწყების ცნობით, იწყება მუშაობა, რომ საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია მოხდეს. პროცესში კი შექმნილი საბჭოს ფორმატში საჯარო სექტორთან ერთად კერძო სექტორიც იქნება. თუმცა ჯერჯერობით ზუსტი გეგმა თუ რა მიმართულებით დაიწყება საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია უცნობია.

ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია, რომელიც ეკონომიკის მინისტრთთან შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ პირველ რიგში აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება სტრატეგია, რომელიც ქვეყნის ხედვას წარმოადგენს, თუ სად არის და რა მიმართულებთ უნდა დაიწყოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ყურადღება საჯარო ელექტრონულ სერვისებსაც დაეთმობა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ რეალობას ჩამორჩება.

“საქართველოში IT ტექნოლოგიების მიმართულებით ძირითადი დამკვეთიც და უშუალოდ შემსრულებელიც სახელმწიფოა. ეს თავისი ბუნებით ძალიან ჰგავს საბჭოთა მოდელს. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია და ბაზრის გახსნა, რაც უამრავ საინტერესო სტარტაპს გააჩენს, უამრავ საინტერესო კომპანიას მოიზიდავს და ამავდროულად მიკრო ინვესტორების ახალი ნაკადის გაჩენის შესაძლებლობაც შეიძლება იყოს. მთავარი, სადაც შეიძლება სწრაფი შედეგი მივიღოთ, ეს არის სახელმწიფო სერვისების დეცენტრალიზება, რომელიც უკვე ტექნოლოგიურ განვითარებას ჩამორჩენილია. ამას ბიუჯეტიც ვეღარ ეწევა, ამას ემატება უსაფრთხოების გამოწვევები. ის მოდელი, რომლითაც შემუშავებულია ელექტრონული სახელმწიფო სერვისები მოძველებულია და ძალიან სარისკოა. დღეს კიბერშეტევების და ომების ეპოქაში, ამერიკის მთავრობაც კი ამბობს, რომ მისი სტრატეგიული ციფრული ინფრასტრუქტურა დაუცველია. ამიტომ საჭიროა მეტი დეცენტრალიზებული და თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც კონკურენციას გაზრდის", - ამბობს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები