მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავალუტო რეზერვები BB შეფასების მქონე სხვა ქვეყნების ნიშნულზე დაბალია - Fitch

fitch-ratings

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. Fitch-მა ივნისში გამოქვეყნებული წინა რეიტინგის მსგავსად ამჟამადაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო ივნისში გამოქვეყნებული წინა შეფასებით რიეიტნგის მოლოდინი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა და ამჟამადაც Fitch-ი საქართველოსთან დაკავშირებით იგივე რეიტინგის მოლოდინს ინარჩუნებს.

Fitch-ი საკუთარ შეფასებაში მიმოიხილავს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს და მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ასევე ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს, თუმცა მიუთითებს რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და უფრო დაბალია, ვიდრე ის BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებშია.

"ეროვნულმა ბანკმა გაყიდა $100 მილიონი დოლარი წინასაარჩევნო კვირაში, სავარაუდოდ იმიტომ რომ გაეძლიერებინა ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ. მაისში კი სებ-მა საერთო ჯამში 108.7 მილიონი დოლარი გაყიდა მაშინ როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ ლარი 7%-ით გაუფასურდა.

ლარის სისუსტე ვალის მიმართულებით წარმოადგენს რისკს რადგანაც სახელმწიფო ვალდებულებების 71% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. საქართველო ასევე ჩამორჩება BB რეიტინგის ქვეყნებს რეზერვების ადეკვატურობის მიმართულებით, რამაც სექტემბერში 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მდგომარეობით მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია,"- ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების სტატისტიკას 7 ნოემბერს გამოაქვეყნებს. რეზერვების მოცულობა მხოლოდ ინტერვენციების გათვალისწინებით სავარაუდოდ 4.5 მილიარდამდე შეიძლება იყოს შემცირებული, რადგანაც გასულ თვეში სებ-მა სულ 4 სავალუტო ინტერვენციით 213 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც მთლიანად 2023 წლის ინტერვენციებზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები