საქართველოს სავალუტო რეზერვები, ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის რეზერვებმა 4.27 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ნოემბერთან შედარებით 340 მილიონი დოლარით მეტია.
რეზერვების მატება, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო კრედიტების ჩამორიცხვას უკავშირდება. წლიურ ჭრილში ოფიციალური რეზერვების მოცულობა 360 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
რეზერვებს შორის IMF-ის სპეციალური სესხების უფლება (SDR) $486.6 მილიონია, სხვა აქტივები კი $3.78 მილიარდი, მათ შორის $2.5 მილიარდი არის ფასიანი ქაღალდები, ხოლო $1.28 მილიარდი ნაღდი ფულია.




























