მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საზღვაო სივრცეში ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ხომალდი SEAEXPRESS-ი დააკავეს

გემი ტანკერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის თანახმად, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი SEAEXPRESS საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დაიწყეს.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

SEAEXPRESS-ი 180 მეტრის სიგრძის ტანკერია, სანავიგაციო მონაცემების თანახმად, ხომალდი საქართველოს აკვატორიაში ყულევისა და ფოთის პორტის მიმდებარედ იმყოფებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები