მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს შესყიდვების სისტემა მკვლელია” - ბადრი ნიაური

634d81871b4ab
ანუკა ჯოხაძე
18.10.22 23:00
1038
იურისტი ბადრი ნიაურის მოსაზრებით,  საქართველოს შესყიდვების სისტემა მკვლელია. როგორც ის ამბობს, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შესრულებული სამუშაოების სათანადო მონიტორინგი დღეს არ ხორციელდება. 

იურისტის თქმით, მეტი სანდოობისთვის სამუშაოების ექსპერტიზა კონტრაქტორს არ უნდა ეხებოდეს და შესრულებულ საქმეს დამოუკიდებელი, მესამე მხარის წარმომადგენლობა უნდა აფასებდეს.

"სამწუხაროდ, ჩვენი შესყიდვების სისტემა პრაქტიკულად მკვლელია. კომპანიები, ყოველი ასეთი დიდი ტენდერის შესრულების შემდეგ, დაკისრებული ჯარიმებით, პირგასამტეხლოთი და ა.შ, ფაქტობრივად, ნადგურდებიან. სისტემა არ ცნობს ინტერესთა კონფლიქტს, არ შეიძლება დამკვეთი ყველაფერში მიმწოდებლის იმედზე იყოს - პროექტირებაც შემსრულებლის იყოს, ექსპერტიც მან მოიძიოს და აუდიტორული კომპანიაც მან მოიყვანოს ფასთა კლების დროს.

არ გვაქვს გათავისებული, რომ ინტერესთა კონფლიქტი სწორედ ეს არის, რომ მე - მიმწოდებელს, არ უნდა მომეცეს შესაძლებლობა, რომ მოვიძიო მოკლე გზები და საბოლოოდ მივიდე ასეთ არასასურველ შედეგამდე. ამისთვის არსებობენ მესამე პირები, ექსპერტიზის ბიუროები, აუდიტორული კომპანიები, რაც შესყიდვების სისტემისთვის ფიქციაა, ეს ფიქცია კი იმისგანაა გამოწვეული, რომ სახელმწიფო ყველა საკითხში მონოპოლისტია", - აცხადებს ბადრი ნიაური.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც სახელმწიფო ტენდერში, გამარჯვებული გამოვლინდება, დასახელებული კომპანია ვალდებულია მის მიერ შესრულებული სამუშაო სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ ექსპერტიზის ბიუროს შეამოწმებინოს, დაამოწმებინოს და დასკვნა შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს. კანონით მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება საქმე შესრულბულად და ჩაბარების აქტი ფორმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები