მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად - პეტერ ფიშერი

პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად.

„გერმანიის მთავრობის სახელით, გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო რუსული ძალების მიერ, რომელიც განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად“, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

ცნობისთვის: გუშინ, ოკუპანტებმა კირბალთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები