მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 640.7 ათასამდე გაიზარდა - საქსტატი

სკოლა

2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა მცირედით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2 294 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 208 კერძო. თუმცა, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით არის შემცირებული და რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

ამის მიუხედავად, გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა. 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 640.7 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 11%.

ოფიციალური მონაცემებით, მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.3% გოგოა, ხოლო 51.7 % - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.8%) თბილისში სწავლობს.

აქედან, 2024 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 41.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11.8 %-ით ნაკლებია, ანუ 11.8 %-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაამთავრა საშუალო სკოლა. დაწყებითი განათლება მიიღო 56.0 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება - 46.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 %-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები