მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს Top-5 საექსპორტო საქონელი

ავტოექსპორტი გადაზიდვა

2023 წლის 7 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

აქედან ექსპორტი 3.6 მილიარდი დოლარი იყო,  15.9%-ით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი 8.5 მილიარდი დოლარი, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. 

2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ხუთეულში პირველი
ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 177.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის
33%-ს შეადგენს და წლიურად 217%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6%) და თითქმის 39%-ით არის შემცირებული გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. დოლარით, ეს წლიურად 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მეოთხე ადგილზეა ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტიც თითქმის 70%-ით არის შემცირებული და 111. 2 მლნ დოლარს შეადგენს.

მეხუთე ადგილზეა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი, რამაც 107 მლნ დოლარი შეადგინა, ეს წლიურად 41.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები