მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საქართველოს წიგნის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ნინო ბალანჩივაძემ დაიკავა;

როცა გვესმის სიტყვა „წიგნი“ ან „გამომცემლობა“, ხშირად მას მხოლოდ რომანტიკულ და შემოქმედებით ჭრილში ვუყურებთ. თუმცა რეალობაში, საგამომცემლო სექტორი არის სერიოზული ინდუსტრია, რომელსაც სჭირდება სტრატეგია, საერთაშორისო პარტნიორობა და მძლავრი ინსტიტუციური ადვოკატირება. სწორედ ამიტომ, „საქართველოს წიგნის ასოციაციამ“ ახალ აღმასრულებელ დირექტორად შეარჩია ადამიანი, რომლის კარიერული პორტფელი ცალსახად შთამბეჭდავია. ის არის PMP სერტიფიცირებული პროგრამების მენეჯერი, 15-წლიანი გამოცდილებით. წლების განმავლობაში მართავდა მილიონიან პროექტებს მართლმსაჯულების, განათლებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა ევროპის საბჭო, ამერიკის იურისტთა ასოციაცია და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა. ფლობს საერთაშორისო განვითარების მაგისტრის ხარისხს ჟენევის უნივერსიტეტიდან და სამართლის მაგისტრის ხარისხს GIPA-დან.სწორედ ასეთი კალიბრის მულტიპროფილური პროექტ-მენეჯერი მოდის საგამომცემლო ბიზნესის სექტორის სათავეში და მისი გადმოსახედიდან , საინტერესოა რა რეფორმები სჭირდება დღეს წიგნის ინდუსტრიას?

სტუმარი: ნინო ბალანჩივაძე - “საქართველოს წიგნის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები