მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს წინააღმდეგობის მიუხედავად რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფრენები მაინც დაიწყება - ე.წ. ელჩი

სოხუმი

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლა მაინც დაიწყება, მიუხედავად საქართველოს მცდელობისა აკრძალოს რუსეთის ავიაკომპანიების ფრენები ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში. ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ელჩმა რუსეთში ალხას კვიწინიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს ქმედებებს ვაფასებს, როგორც მცდელობას ხელი შეუშალოს ობიექტურად გარდაუვალ პროცესს. აფხაზეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ ავიამიმოსვლაზე და ის განრიგის მიხედვით დაიწყება. მოვუწოდებთ თბილისს უარყონ კონფრონტაციული რიტორიკა და ხელი მოაწერონ ჩვენთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში, თვითმფრინავები გაფრინდებიან და აფხაზეთის და რუსეთის მცხოვრებლები ერთმანეთთან თავისუფლად ჩაფრენას შეძლებენ, თბილისიდან არსებული პროტესტის მიუხედავად“, - აცხადებს ე.წ. ელჩი.

ცნობისთვის, როგორც BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ მარტში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუდმივად უზრუნველყოფს კოორდინაციას ICAO-სთან ე.წ. სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ

საქმე ის არის, რომ 7 თებერვალს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტში პირველი ფრენა შესრულდა. რეგულარული საჰაერო ფრენების დაწყება კი 3 მაისს იგეგმება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედებაა უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები