მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტურიზმის სექტორის 2026 წლის პირველი 6 თვის მონაცემების შეფასება - RIA TRAVEL GEORGIA

საქართველოს ტურიზმის სექტორი 2026 წლის პირველ ნახევარში გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა. ეროვნული ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 3%-ით შემცირდა და 2.73 მილიონი შეადგინა, რამაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 2%-იანი კლება გამოიწვია. თუმცა, ამ სტატისტიკაში იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ტენდენცია: გაზრდილია ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი, რაც მიმდინარე წელს 706 დოლარს შეადგენს. ციფრები ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბაზრების დივერსიფიკაცია და მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე ორიენტირება. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ერთი ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 1 347 დოლარს ხარჯავს, რაც თითქმის სამჯერ აღემატება რუსეთის მოქალაქეების საშუალო დანახარჯს, შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 2.5-ჯერ აღემატებოდა ევროკავშირიდან ჩამოსულთა ნაკადს, მიღებული შემოსავალი ორივე ბაზრიდან თითქმის თანაბარი აღმოჩნდა, ყველაზე მაღალი მხარჯველუნარიანობით კი ტრადიციულად ისრაელის და საუდის არაბეთის მოქალაქეები გამოირჩევიან. ამავდროულად, ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად იწყებს ახალი ბაზრების ათვისებას და ყაზახეთსა და უზბეკეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის თითქმის 300 000 დოლარის დახარჯვას გეგმავს.

სტუმარი: მარიამ ხოსროშვილი - “რია თრეველ ჯორჯიას” დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები