მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტში Linda Whetstone Tbilisi Policy Network-ის დოკუმენტების პრეზენტაცია გაიმართა

63ef9a4c8e037
BM.GE
17.02.23 19:49
755
საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფრანკლინის კლუბის პროექტის Linda Whetstone Tbilisi Policy Network ჯგუფების მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების წარდგენა.

Linda Whetstone Tbilisi Policy Network 50 სტუდენტისგან და პროფესორისგან შექმნილი გუნდია, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტების მოსამზადებლად და სხვადასხვა პოლიტიკის/კანონების შესაცვლელად.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, Linda Whetstone Tbilisi Policy Network-ის ჯგუფებმა ტრენინგებისა და დარგის ექსპერტებთან მუშაობის შედეგად შეიმუშავეს პოლიტიკის დოკუმენტები და რეკომენდაციები სიტყვის თავისუფლების, საკუთრების უფლების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

პროექტის დასკვნით ეტაპზე, გაიმართა ჯგუფების მიერ მომზადებული ხუთივე პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია. პრეზენტაციებს აფასებდა პროფესორებისა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური. საბოლოოდ ჟიურიმ სამი საუკეთესო პოლიტიკის დოკუმენტი გამოავლინა და მათ ფულადი პრიზები გადასცა.

ფრანკლინის კლუბი და Linda Whetstone Tbilisi Policy Network-ის წევრები აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობას უფრო ფართო აუდიტორიისთვისაც გეგმავენ. საბოლოო მიზანი კი, აღნიშნული კანონების საქართველოს პარლამენტში დაინიცირებაა.

პროექტი Linda Whetstone Tbilisi Policy Network ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და Atlas Network-ის ფინანსური მხარდაჭერით.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები