მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ეფექტიანია ე.წ. “უფასო ფაკულტეტების” მოდელი?

კოკა თოფურია

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის კოკა თოფურიას კოკა თოფურიას შეფასებით, ე.წ. „უფასო ფაკულტეტების“ პროგრამა სრულიად არაეფექტიანია. ამის შესახებ მან ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

შეგახსენებთ: ე.წ. "უფასო ფაკულტეტების" პროგრამას სახელმწიფო 2013 წლიდან ახორციელებს. გადაწყვეტილების მიმღებთა აზრით, აღნიშნული პროგრამები იმ მოთხოვნად პროფესიებს წარმოადგენდა, რომლითაც სტუდენტები ნაკლებად ინტერესდებოდნენ, რადგან "პრესტიჟული" არ იყო.

კოკა თოფურია ე.წ. „უფასო ფაკულტეტების“ პროგრამას იმ კუთხით აკრიტიკებს, რომ უფასო ფაკულტეტებზე სწავლა სტუდენტებს მხოლოდ რიგ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეუძლიათ, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში იგივე ფაკულტეტებს სახელმწიფო არ აფინანსებს.

„უფასო ფაკულტეტების“ ჩამონათვალი 2023-2024 სასწავლო წლებისთვის

„უფასო ფაკულტეტების“ პროგრამის არსებული მოდელი სრულიად არაეფექტიანია. თუ ეს პროგრამა არის მათთვის, ვისაც არც აქვს სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობა, ისწავლოს ფასიან სპეციალობებზე, მაშინ უკვე არაეფექტიანია, რადგან თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, სჯობს, მისცე ფული და მან აირჩიოს რის შესწავლა სურს; ხოლო თუ ჩანაფიქრი იყო ის, რომ ნაკლებად პოპულარულ მეცნიერებებზე ჩააბარონ სტუდენტებმა, არ ვიცი, რამდენად სწორია, სახელმწიფომ განსაზღვროს რომელია ნაკლებად პოპულარული პროფესიები. კერძოდ, თუ სტუდენტი არ აბარებს ამა თუ იმ ფაკულტეტზე, იმიტომ რომ პერსპექტივას ვერ ხედავს, რატომ უნდა უბიძგო იქ ისწავლოს?!“, - აცხადებს კოკა თოფურია.

ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ მაინც გადაწყვიტა, ძალიან სჭირდება ფიზიკის ან ქიმიის სპეციალისტი, სჯობს, ისევ სტუდენტს მისცენ ფული და სტუდენტმა თავად გადაწყვიტოს, სად - რომელ უნივერსიტეტში ისწავლოს ფიზიკა და ქიმია.
„ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტებს შორის გაჩნდება კონკურენცია და ყველა ეცდება, უკეთესად ასწავლოს ფიზიკა, ქიმია თუ სხვა სპეციალობა და მივიღებთ უკეთეს შედეგს. რა ხდება დღეს? - სახელმწიფო გვეუბნება, რომ კონკრეტულ უნივერსიტეტში თუ წახვალ, მაშინ ისწავლი უფასოდ, სხვაგან თუ წახვალ - არ გექნება დაფინანსება. მაგალითად, „საქართველოს უნივერსიტეტშიც“ ვასწავლით იმ მიმართულებებს, რაც შედის ე.წ. უფასო ფაკულტეტების პროგრამაში, ჩვენთან უფასო არაა, რადგან სახელმწიფო არ აფინანსებს სტუდენტს, თუ ის ჩვენ უნივერსიტეტში აირჩევს ასეთ ფაკულტეტს, რაც არასწორია. ასეთი მოდელი განაპირობებს კონკურენცია“, - განაცხადა კოკა თოფურიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები