მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნები - IRI-ს კვლევა

ევროკავშირი

IRI-ს მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი აფიქსირებს აზრს, რომ საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არიან.

კითხვაზე - ჩამოთვლილთაგან რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, გამოკითხულთა 51%-მა ხმა ევროკავშირს მისცა, 32%-მა კი აშშ-ს. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესპონდენტებს რამდენიმე ქვეყნის დასახელების შესაძლებლობა ჰქონდათ. ამავე კითხვის საპასუხოდ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად აზერბაიჯანი 19%, უკრაინა -17%, თურქეთი კი 16%-მა დაასახელა. ჩამონათვალში 9%-ით მეშვიდე ადგილზე რუსეთი აღმოჩნდა, რომელსაც ასევე 9%-ით სომხეთი უსწრებს.

რაც შეეხება ეკონომიკურად მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებს, რესპონდენტების 43%-მა ევროკავშირი, 31%-მა აშშ, 28%-მა თურქეთი, 24%-მა აზერბაიჯანი, 16%-მა კი რუსეთი დაასახელა. ამ ქვეყნებს მოსდევენ უკრაინა (12%), ჩინეთი (12%), სომხეთი (8%), ისრაელი (5%), გაერთიანებული სამეფო (5%) და ირანი (1%).

IRI-ს მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვას ასახავს. IRI-ის კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. საველე სამუშაოები გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები