მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა - ღარიბაშვილი

6357e3e88d2b1
BM.GE
25.10.22 17:27
435
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც ღარიბაშვილი "ტვიტერში" წერს, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.

„ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა ბოლო წლებში.

ჩემს ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღეს გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრად 42 წლის რიში სუნაკი ოფიციალურად დაინიშნა.

სუნაკს პოსტის დაკავების უფლება მას შემდეგ მიეცა, რაც ის ბრიტანეთის მონარქ ჩარლზ III-ს შეხვდა და მეფისგან კურთხევა მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები