მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ისლანდიას შორის პირდაპირი ფრენების შეთანხმებას ხელი მოეწერა

ისლანდია

საქართველოს და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა 9 სექტემბერს გამოსცა.

ისლანდიის საემიგრაციო სამსახურის მონაცემებით, თავშესაფარს 2017 წელს ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ითხოვდნენ, თუმცა, შემდეგ ეს ტენდენცია შეიცვალა, რადგან ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა და თავშესაფარს მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებში გასცემდა.

2017 წელს საიმიგრაციო სამსახურს 289 მოქალაქემ მიმართა და მხოლოდ სამი განაცხადი დაკმაყოფილდა. 2018 წელს 39 განაცხადი დაფიქსირდა, თავშესაფარი კი არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია. ბოლო მონაცემებით, ქართველები ისლანდიაში თავშესაფარს აღარ ითხოვენ.

BM.GE გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში

ვაჭრობა

წელს, 7 თვეში ისლანდიასთან სავაჭრო ბრუნვა 2.8 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 70.3%-ით მეტია.

საქართველოს ისლანდიაში წელს არაფერი გაუყიდია. ვაჭრობის მთელი წილი იმპორტზე მოდის.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველომ ისლანდიიდან შემდეგი პროდუქცია შეიძინა:

  1. თევზი გაყინული - $2.8 მლნ;
  2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $30.1 ათასი;
  3. მავთული ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $18.8 ათასი;
  4. ლითონური ქსოვილი გისოსები, მავთულის ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებსაგან - 3.3 ათასი.

ტურიზმი

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში ისლანდიის 207 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტია.

ისლანდიიდან ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების მაჩვენებელი ნულოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები