მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეწყვეტა აირჩია" - ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისლანდია

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თორდის კოლბრუნი საქართველოს პარლამენტის მიერ "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას X-ზე ეხმაურება და მთავრობის გადაწყვეტილებას ევროატლანტიკური გზიდან გადახვევად აფასებს.

"ქართველი ხალხის სამომავლო ხედვა ევროპისკენ იყო მიმართული, რასაც ახლა მთავრობამ საფრთხე შეუქმნა უცხოელი აგენტების კანონის მიღებით. ვწუხვარ, რომ მთავრობამ, ფაქტობრივად, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეწყვეტა აირჩია", - წერს თორდის კოლბრუნი.

გუშინ, 28 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით, 4-ის წინააღმდეგ დაძლია.

საქართველოს პარლამენტმა "რუსულ კანონზე" ვეტო დაძლია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები